Blog - ბლოგი

Gallery - გალერეა


წყლით დაფარული ჟინვალი

ზედაპირის ფართობი 11.5 კვადრატული კილომეტრი. წყლის მოცულობა 500 მილიონი კუბური მეტრი, წყლის მაქსიმალური სიღრმე 75 მეტრი.

თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სვავს ჟინვალის წყალს.

ქალაქი ჟინვალი არაგვის ხეობის შუაწელზე მდებარეობდა, მისი სტრატეგიული ადგილიდან გამომდინარე, ქალაქის გაუვლელად ვერცერთი ქარავანი თუ ჯარი ვერ გააგრძელებდა სვლას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.

ასეთი მნიშვნელოვანი ადგილიდან გამომდინარე ჟინვალის ფლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ცენტრალური მაგისტრალის გაკონტროლება.

სწორედ ჟინვალის მეშვეობით ამრთავდა მთას ქართული სამეფო. ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში სწორედ აქედან დაიწყო საქართელოს მთიანეთის გაქრისტიანების პროცესი.

ჟინვალი კავკასიის მაგისტრალის საკვანძო წერილი იყო, რომლის გავლითაც ჩინეთის, ინდოეთის თუ მცირე აზიის საქონელი ჩრდილო კავკასიაში გადადიოდა. ეს ქალაქი სწორედ ამ გზის წყალობით სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცენტრად ჩამოყალიბდა.

ამ ადგილებში ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა, ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჟინვალი უკვე ქალაქური ტიპის დასახლებას წარმოადგენდა, ხოლო ვახტანგ გორგასლის მიერ კავკასიის მაგისტრალის ინფრასტრუქტურის მშენებლობა გაძლიერებამ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.

მესამე - მეექვსე საუკუნეებში ჟინვალმა განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, რასაც ადასტურებს გათხრების შედეგად აღმოჩენილი უხვი მასალა. შენობა ნაგებობები, კერამიკა, მინის ჭურჭელი, რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები, მონეტები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის და მინის სამკაულები. რომელთა დიდი ნაწილი ადგილზეა დამზადებული, ნაწილი კი შემოტანილია.

Powered by Fruition